2016 წლის ნოემბრიდან კომპანია “ჯიარჯიმ” კიდევ ერთი ასფალტ-ბეტონის მწარმოებელი ქარხანა შეიძინა, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში. ქარხნის წარმადობა საათში 100-120 ტონა ასფალტია. აღნიშნული ქარხნით ვგეგმავთ ფოთის (ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც) საგზაო-სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ასფალტ-ბეტონის მიწოდებას. ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია სასწორები და ადმინისტრაციული ნაწილი – კემპი. კომპანიის მიზანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, ნორიოსა და ყაზბეგის ბაზების საშუალებით, უკვე წარმატებით დანერგილი, საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე და ოპერატიული შესაძლებლობებით, სამშენებლო პროცესების გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიტანოთ.