2014 წლიდან გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში განთავსებულია შპს „ჯიარჯის“ თბილისის საწარმოო ბაზა. ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია სასწორები და წარმოების ადმინისტრაციული ნაწილი – კემპი. კომპანიის მიზანია წარმოებაში დაინერგოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ყველაზე თანამედროვე, ოპერატიული შესაძლებლობები,რისი საშუალებითაც გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი.კომპანიაში არსებობს ტექნიკური პერსონალის ტრენინგისა და სწავლების ბაზა, სადაც სხვა და სხავა სპეციალობას ეუფლებიან კომპანიის თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები. ქარხანა 1 საათში 100- დან 120 ტონამდე ნედლეულს გამოიმუშავებს.