BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის, სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში, გარდაბანში, CSG-1-ის ტერიტორიაზე კომპანია „ჯიარჯიმ“ ერთობლივი საწარმო „შპს ჯიარჯი და შპს თრასთი „ -ს სახელით (JV GRG LLC & TRUST LLC) სერვისისა და შიდა მოხმარებისათვის საჭირო, ახალი საავტომობილო გზის, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაასრულა. მიმდინარე სამუშაოები მოიცავდა საავტომობილო გზის კაპიტალურ მშენებლობას ყველა დამხმარე საინჟინრო ნაგებობების ჩათვლით. წარმატებით შესრულდა არსებული საფუძვლის ექსკავაცია და მოეწყო ფრაქციული ღორღით, საფარის ქვედა ფენა კი მსხვილმარცლოვანი, ფორიანი ასფალტ – ბეტონის ნარევით.