მაღალმთიან ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში შ. რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის ახალი საფარი, ბორდიურები და მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული პროექტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია „ჯიარჯიმ“ შეასრულა.