მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის 1 ივნისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდა. პროექტი ნ. ირბახის, ა.წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და განახლდა გზის საფარი.