დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

კომპანია „აპექსი“ (შპს „აპექსი“) წარმოადგენს სპეციალისტების გუნდს, რომელიც 2004 წლიდან ახორციელებს ბიზნეს-პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნასა და დანერგვას.

კომპანიის ძირითადი მიზანია საწარმოთა/ბიზნეს-ორგანიზაციების საქმიანობის პროცესების ოპტიმიზაციისთვის ხელშეწყობა დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნითა და დანერგვით, ორგანიზაციების ყოველდღიური საქმიანობის პროცესების გამარტივება/ოპტიმიზაცია. ამ მიზნით შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა - მართვის ავტომატიზებულ სისტემათა კომპლექსი - Apex ERP, რომელიც წარმოადგენს წარმოების, საცალო-საბითუმო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში აღრიცხვის, ანალიზისა და მართვის მძლავრ ინსტრუმენტს მასთან ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფების თანხლებით: Apex POS (საცალო ვაჭრობის პროგრამული უზრუნველყოფა), Apex RPS (Apex-რესტორნები), Apex Distribution (ანდროიდ აპლიკაცია დისტრიბუციისთვის), Apex Warehouse Manager (საწყობის მართვის ანდროიდ აპლიკაცია).

„აპექსის“ კლიენტების სია საბაზრო ეკონომიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ ფართოვდება. კომპანიის კლიენტები არიან საქართველოს საცალო და საბითუმო ვაჭრობის ლიდერები: სს „გუდვილი“, „დემასი“, სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს ”იბერკომპანი”, სს „ნიკორა“, „ნიკორა ტრეიდის“ სუპერმარკეტების ქსელი, ასევე „ნუგეშისა“ და „ლიბრეს“ მაღაზიები, სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, საბითუმო სუპერმარკეტების ქსელი „ჯიბე Cash & Carry”, La Family, ქ. რუსთავის უდიდესი სუპერმარკეტების ქსელი „მადაგონი“, „ბადაგის“ მაღაზიათა ქსელი, „კოკო მარკეტი“, ასევე, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „XS Toys“ და სხვ. ფარმაცევტული ბიზნესის ლიდერები: „სახალხო აფთიაქი“, „ჯიპისი“, „ნეოფარმი +“ და სხვ. კომპანიის კლიენტები, ასევე, არიან ნატურალური წვენებისა და ლიმონათების მწარმოებლები: შპს „კამპა“ და შპს „ქართული ლიმონათი“, რომელიც ბაზარზე 2015 წელს „ხილიანის“ ბრენდით გამოჩნდა. კომპანიის კლიენტების სიაში შეხვდებით ხის მასალების მწარმოებლებს: შპს „წუნდა“, შპს „იმერი 7“, ასევე უდიდეს სადისტრიბუციო კომპანიებს: კანტი, ელიზი, AGTC და სხვ.

2013 წლიდან, აპექსის კლიენტთა სიაში გვხვდება კომპანია „ჯიარჯი“. იგი დაფუძნდა 2013 წელს. „ჯიარჯის“ ძირითადი საქმიანობის სფეროს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება წარმოადგენს. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. საგზაო მიმართულებით ბოლო მასშტაბური პროექტი, რომელიც კომპანიამ განახორციელა, გახლავთ ქ. თბილისში სავაჭრო ცენტრი „ისთ პოინტის“ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ითვალისწინებდა მიწის სამუშაოებს, გრუნტის გაძლიერებას რეციკლირების ტექნოლოგიით და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას.

2016 წლიდან „აპექსის“ კლიენტთა სიას შემოუერთდა კომპანია YNNOVAS. YNNOVAS წარმოადგენს პირველ ფარმაცევტულ საწარმოს კავკასიის რეგიონში, რომელიც ქართულ და უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს სთავაზობს კონტრაქტული წარმოებით მედიკამენტების წარმოების ყველა ეტაპს - დაწყებული აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის (API) წარმოებიდან - პროდუქციის საბოლოო დაფასოებამდე.