დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

პირველად საქართველოს სადაზღვევო ბაზრის არსებობის ისტორიაში შეიქმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ყველაზე მთავარს - ჯანმრთელობას - ემსახურება.

იმედი L  ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიაა, რომელიც   ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის წევრია საქართველოში.

იმედი L მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

 

იმედი L არის:

სტაბილური პარტნიორი

პროფესიონალთა გუნდი

ინოვატორი სადაზღვევო ბაზარზე

საუკეთესო სერვისის მქონე

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი

ჩვენ ვემსახურებით უმთავრეს ღირებულებას - ჯანმრთელ სიცოცხლეს! სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც ჩვენთან ერთად ხელმისაწვდომი ხდება.

 

რა პრინციპებით ხელმძღვანელობს იმედი L?

 

ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელ სიცოცხლეზე

ვქმნით თქვენთვის სრულ კომფორტს

ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს და მოთხოვნებს სადაზღვევო დაფარვებში

უზრუნველვყოფთ პროფესიონალთა გუნდს თქვენს სამსახურში

სწორედ ჯანმრთელობის მაღალხარისხიანი სერვისების შეთავაზების მიზნით შევქმენით პროდუქტების რამდენიმე ხაზი, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს დაზღვეულს გამარტივებული პროცედურების გავლით მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ფართო სერვისები.

 

რას მიიღებთ, თუ აირჩევთ იმედი L - ს?

 

უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტს საქართველოს ბაზარზე

მაქსიმალურ კომფორტს და მარტივ სქემებს მომსახურების პროცესში

ოპერატიულ სადაზღვევო მომსახურებას

სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას წამყვან კლინიკებში

დაზღვევას მინიმალური გამონაკლისებით

ჩვენი ჯგუფი:

 

ჩვენ ვემსახურებით უმთავრეს ღირებულებას  - ჯანმრთელ სიცოცხლეს! პროგრესული მიდგომით, ცოდნითა და გამოცდილებით, უნიკალური პროდუქტების ხაზების შექმნით  ჩვენ ვაჯანსაღებთ სოციალურ ფონს ქვეყანაში, რითაც ვქმნით ისეთ გარემოს, რომელშიც თანამშრომელი, დაზღვეული და ინვესტორი მოგებულნი რჩებიან.

 

ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის წევრი საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვართ ყველაზე პროგრესული კომპანია, რომელსაც აქვს რესურსი და გამოცდილება თანამშრომელთა ძალისხმევით სწორად მართოს და იზრუნოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ დასახულ მიზანს!