დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

1996 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველი GSM ოპერატორი - ჯეოსელი დაარსდა, რომელმაც მოკლე ხანში, მთლიანად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.

1997 წლის 15 მარტს ჯეოსელის მეშეობით საქართველოში განხორციელდა პირველი მობილური ზარი და მასთან ერთად, ყველამ იგრძნო გლობალური, პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი.

ჯეოსელის ამოქმედების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსალოდნელ რაოდენობას. დღეისათვის ჯეოსელის აბონენტთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.

ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

დაარსების დღიდან, ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.

ჯეოსელი "Telia Company"-ის წევრია 

ფინურ-შვედური "Telia Company" არის ლიდერი კომპანია ტელეკომუნიკაციის სფეროში. მისი მომსახურების სივრცე მოიცავს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოში კი "Telia Company"  ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ ძლიერ ჯგუფს ჯეოსელი წარმოადგენს. "Telia Company" და მისი პარტნიორი კომპანიები ემსახურებიან 185 მილიონზე მეტ აბონენტს მსოფლიოს 17 ქვეყანაში.

2011 წლის მაისში "Telia Company" შემადგენლობაში შემავალი ყველა ბრენდი ერთი საერთო ნიშნის ქვეშ გაერთიანდა. საერთო ლოგოს დანახვისას მომხმარებელმა უკვე იცის, რომ მას ემსახურება არა მარტო ადგილობრივი ოპერატორი, არამედ "Telia Company"-ის საერთაშორისო ქსელი.  

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ "Telia Company"-ის ვებ-გვერდს