დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ბანკი ბაზარზე სხვადასხვა სახელით გამოდიოდა (აგრობიზნეს ბანკი, სტანარტად ბანკი და კორ სტანდარტ ბანკი), თუმცა 2016 წლის 23 მაისიდან შეიცვალა მისი პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია, საკომუნიკაციო სტრატეგია და ახალი სახელი - ტერაბანკი დაერქვა. ტერაბანკი ორიენტირებულია, იყოს მეწარმეების, მათთან დასაქმებული ადამიანებისა და მათი მომხმარებლების რჩეული ბანკი და სანდო პარტნიორი;  გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შეუწყოს მათ ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.

ტერაბანკი ძალიან განსხვავდება  ჩვენთვის აქამდე ნაცნობი საბანკო გარემოსგან. ეს არის ერთადერთი ბანკი საქართველოში, რომელიც სახლის მსგავსად მყუდრო და თბილ გარემოს სთავაზობს მომხმარებელს. აქ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სტუმრებმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება სახლის მსგავს - კომფორტულ გარემოში მიიღონ. ხოლო ბანკის ძირითად საკომუნიკაციო მესიჯად - ჩემი ფინანსური სახლი შეირჩა.

ტერაბანკი საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში ოპერირებს და ბიზნეს და საცალო მომხმარებლებს საბანკო მომსახურებებისა და პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს.