დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

შპს ვაკო მოტორსი დაარსდა 2009 წელს. კომპანიის ძირითადი მოქმედების სფერო გახლავთ სატვირთო ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მომსახურება და სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია. ორგანიზაცია არის მულტიბრენდული და მოიცავს ყველა ევროპული სატვირთო ავტომობილების მწარმოებლებს, როგორიცაა დაფი, მანი, მერსედეს-ბენცი, სკანია, ვოლვო, ივეკო და რენო. 2011 წლიდან შპს ვაკო მოტორსი გახლავთ დაფ-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიის მფლობელობაშია ორი სათადარიგო ნაწილების მაღაზია თბილისსა და მცხეთის რაიონში/წიწამური, სადაც მომხმარებლებს შეუძლია შეიძინოს სატვირთო ავტომობილის ყველა ტიპის სათადარიგო ნაწილები.