დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი", აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ("სოკარი") შვილობილმა კომპანიამ "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" დააფუძნა, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006 წლის სექტემბერში შემოვიდა. კომპანიის ყოველთვიური ბრუნვა რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2013 წელს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" 320 308,443 ტონა ნავთობპროდუქტი აქვს იმპორტირებული. ხოლო 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით დაახლოებით 2 698 891 ტონა ნავთობპროდუქტი აქვს იმპორტირებული. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელშიც მაღალკვალიფიციური თანამშრომლები არიან დასაქმებულები. 

კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა საწვავი პროდუქტების ყოველთვიური ბრუნვის 35000-40000 ტონამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომპანია საწვავს თანამედროვე სტანდარტების ბაზებში მიიღებს და შეინახავს: დასავლეთ საქართველოში 15 000 ტონას და აღმოსავლეთ საქართველოშიც 15 000 ტონა საწვავს. ამდენად, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ბაზებში საწვავი პროდუქტების მოცულობითი სიმძლავრე 30 000 ტონას შეადგენს. შედეგად, საწვავი პროდუქტებით საქართველოს ბაზარი სტაბილურად უზრუნველყოფილი იქნება.