შპს „SOCAR Georgia Gas"-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ საქართველოში დაფუძნებულიSOCAR Energy Georgia-ს შვილობილი კომპანიაა.
SOCAR Georgia Gas-ი 2007 წელს შეიქმნა ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
SOCAR Georgia Gas-მა ბუნებრივი გაზის დისტრიბუციის (განაწილების) ლიცენზია 2008 წელს მიიღო. (საქართველოს პრეზიდენტის 2008.05.13/№306 განკარგულება, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი "სახელმწიფოსსაკუთრებაში არსებული გაზის სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზაციის შესახებ")
SOCAR Georgia Gas-ი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილეს პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ქალაქებსა და სოფლებშიგაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. გაზიფიკაციის პროგრამა 2017 წელს დასრულდება და ბუნებრივი გაზით სარგებლობა საქართველოს მოსახლეობის 75%-ს შეეძლება.
2010 წლიდან SOCAR Georgia Gas-ი ფლობს ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2008.