დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ (GLC) „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს სალიზინგო მომსახურების სფეროში. GLC იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს.

GLC დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს.