დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

    მიმდინარე წლის პირველ ივლისს, 14 თვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დამეწყრილ-დაზიანებული, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ ოცდაცხრა მილიონ ლარს გადააჭარბა.






ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია

მაღალმთიან ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში შ. რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის ახალი საფარი, ბორდიურები და მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული პროექტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია „ჯიარჯიმ“ შეასრულა.






ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ნ.ირბახის, ა. წურწუმიას, ა.ზურაბიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია

მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის 1 ივნისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდა. პროექტი ნ. ირბახის, ა.წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა  კომუნიკაციები და განახლდა გზის საფარი.



რუსთავი-ჯანდარის გზის რეაბილიტაცია

სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში, BP exploration shah deniz limited-ის დაკვეთით, კომპანია „ჯიარჯიმ“ რუსთავი-ჯანდარის გზის მონაკვეთის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ნაგებსა და აზოტის ქარხნის შესასვლელს შორის პკ 1+62-დან პკ 45+00-მდე დაასრულა.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა საგზაო სამოსის საფუძვლის გამაგრებას, ახალი საფუძვლის მოწყობას, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთებასა და აღდგენას. მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში გამოიცვალა და განახლდა, ძველი კომუნიკაციები.



BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი


BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის, სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში, გარდაბანში, CSG-1-ის ტერიტორიაზე კომპანია „ჯიარჯიმ“ ერთობლივი საწარმო „შპს ჯიარჯი და შპს თრასთი „ -ს სახელით (JV GRG LLC & TRUST LLC) სერვისისა და შიდა მოხმარებისათვის საჭირო, ახალი საავტომობილო გზის, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაასრულა. მიმდინარე სამუშაოები მოიცავდა საავტომობილო გზის კაპიტალურ მშენებლობას ყველა დამხმარე საინჟინრო ნაგებობების ჩათვლით. წარმატებით შესრულდა არსებული საფუძვლის ექსკავაცია და მოეწყო ფრაქციული ღორღით, საფარის ქვედა ფენა კი მსხვილმარცლოვანი, ფორიანი ასფალტ - ბეტონის ნარევით.



პროექტი "ახალი ტფილისი"

თბილისის ულამაზესი, ისტორიული უბანი აღდგენილია. პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის ძირითადი, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა. კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, გამზირზე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. პროექტის ფარგლებში კომპანია „ჯიარჯიმ“ ჭოროხის ქუჩიდან ძმები წერეთლების ქუჩის ჩათვლით , როგორც ცენტრალური გამზირის, ასევე შიდა ეზოების ასფალ-ბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატრა.




კოჯორი სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტი

დაიწყო კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.კოჯორის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის სრული რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მოწყობა მეწყერ საშიშ ზონებში და ა/ბ ბეტონის ახალი საფარის მოწყობა. ასევე პროექტით გათვალისწინებულია გრუნტის გაძლიერების მიზნით, რათა გახანგრძლივდეს გზის საექსპლუატაციო ვადა, გრუნტის რეციკლირება ცემენტის და ბიტუმის ემულსიის დანამატით . პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერეს ქ.თბილისის მერმა და მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.






გლდანი-მოლის პარკინგის კეთილმოწყობა

სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ მიმდებარედ ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის „გლდანი ავტოპარკინგის“ მშენებლობა დასრულდა.„გლდანი ავტოპარკინგი“ აღჭურვილია თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებით და 100 ავტომობილს იტევს.გარდა ამისა, ავტოპარკინგის თავზე ტერიტორია კეთილმოეწყო, გამოიყო რეკრეაციული ზონა, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ზონა. ავტოსადგომი იმუშავებს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.

 

 

 


EastPoint თბილისი

2015 წლის გაზაფხულზე თბილისში ღია სივრცის სავაჭრო და გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi გაიხსნა.ცენტრი გაიხსნა კახეთის გზატკეცილზე,თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის „გზაზე“. მისი საერთო ფართი 85,000 მ2 . პროექტი უნიკალურია თავისი კონცეფციითა და არქიტექტურით. პროექტის ფარგლებში მოხდა მიწის სამუშაების შესრულება, მოეწყო 6 კმ-მდე სიგრძის ბეტონის ბორდიური, გრუნტის რეციკლირება და ა/ბ საფარის მოწყობა 40 000 მ2-ზე.



გახოკიძის ქუჩაზე საგზაო კვანძის პროექტი

დასრულდა გახოკიძის ქუჩაზე საგზაო კვანძის პროექტი.პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა: ბაზალტის ბორდიურის მოწყობა, ტროტუარის მოწყობა,ტროტუარზე და გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა,გზის მონიშვნა,ბეტონის საყრდენი კედელის მოწყობა.





თბილისის სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კობი გუდაურის მონაკვეთი



დასრულდა თბილისის სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კობი გუდაურის მონაკვეთის პროექტი, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა: ბაზალტის ბორდიურის მოწყობა, ტროტუარის მოწყობა,ტროტუარზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა,გზის მონიშვნა,ბეტონის საყრდენი კედელის მოწყობა. კომპანია "ჯიარჯი"-მ მოახდინა უმაღლესი ხარისხის ასფალტ ბეტონის მიწოდება.





თბილისის შემოვლითი გზა

პროექტის ფარგლებში, შესწორდა გზის განივი პროფილი; გზის სავალი ნაწილი გაიწმინდა გამონატანი გრუნტისგან; ცივი ფრეზირების მეთოდით დაიშალა დაზიანებული საფარი; ცივი რეციკლირების მეთოდით მოეწყო გზის 20-სმ-იანი საფუძველი და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სისქით - 7+5 სმ; გარკვეულ მონაკვეთებზე მოეწყო საყრდენი კედლები; კომპანია "ჯიარჯი"-მ მოახდინა უმაღლესი ხარისხის ასფალტ ბეტონის მიწოდება.