დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

ფოთის საწარმოო ბაზა

2016 წლის ნოემბრიდან კომპანია "ჯიარჯიმ" კიდევ ერთი ასფალტ-ბეტონის მწარმოებელი ქარხანა შეიძინა, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში. ქარხნის წარმადობა საათში 100-120 ტონა ასფალტია. აღნიშნული ქარხნით ვგეგმავთ ფოთის (ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც) საგზაო-სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ასფალტ-ბეტონის მიწოდებას. ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია სასწორები და ადმინისტრაციული ნაწილი - კემპი. კომპანიის მიზანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, ნორიოსა და ყაზბეგის ბაზების საშუალებით, უკვე წარმატებით დანერგილი, საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე და ოპერატიული შესაძლებლობებით, სამშენებლო პროცესების გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიტანოთ.

ნორიოს საწარმოო ბაზა




2014 წლიდან გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში განთავსებულია შპს „ჯიარჯის“ თბილისის საწარმოო ბაზა. ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია სასწორები და წარმოების ადმინისტრაციული ნაწილი - კემპი. კომპანიის მიზანია წარმოებაში დაინერგოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ყველაზე თანამედროვე, ოპერატიული შესაძლებლობები,რისი საშუალებითაც გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი.კომპანიაში არსებობს ტექნიკური პერსონალის ტრენინგისა და სწავლების ბაზა, სადაც სხვა და სხავა სპეციალობას ეუფლებიან კომპანიის თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები. ქარხანა 1 საათში 100- დან 120 ტონამდე ნედლეულს გამოიმუშავებს.



 


კობის საწარმოო ბაზა

2013 წლიდან დაბა კობში განთავსებულია შპს „ჯიარჯის“ ყაზბეგის საწარმოო ბაზა. ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია სასწორები და წარმოების ადმინისტრაციული ნაწილი - კემპი.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მთელს რეგიონში არსებობს მხოლოდ ერთი საწარო,სადაც დასაქმებულია მაღალკვალიფიცირებული კადრები . ქარხანა 1 საათში 100- დან 120 ტონამდე ნედლეულს გამოიმუშავებს.