დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

   ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით, მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ კომპანია ''ჯიარჯი'' აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებას, როგორც თბილისში , ასევე რეგიონებში.

    კომპანია „ჯიარჯის“ ხარისხიანად და ვადების დაცვით შეასრულებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს/სამუშაოებს და ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც დასაქმებულია პროექტებზე და სათაო ოფისში დროულად მიიღებს სახელფასო ანაზღაურებას.

   გამოვთქვავთ მზაობას დავიცვათ სამუშაო ობიექტებზე დასაქმებულების სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თანამშრომლები სრულად აღვჭურვოთ შესაბამისი ეკიპირებით.

   კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

   გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს!