დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

    სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა

    საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტი - სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

    საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.

   მშენებლობის დაწყებამდე პერიოდი მოიცავდა პროექტირების, სამშენებლო კომპანიების შერჩევის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურებს. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებში, კომპანია „ანაგის“ დაკვეთით, „ჯიარჯიც“ მონაწილეობს. 15000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჩატარდა მიწის სამუშაოები და მოეწყო ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი.