დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

    მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკურორტო სეზონიდან გამომდინარე, სამუშაოების სრულ დასრულებამდე, ქალაქ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხზოლიანი, საავტომობილო ესტაკადა ტექნიკურად გაიხსნა. პროექტის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება, თუმცა გადასასვლელი ხიდი ქალაქში შემავალ-გამავალი ნაკადისთვის ტურისტული სეზონის გამო გაიხსნა. შესაბამისად ბათუმში შესვლა-გამოსვლა რკინიგზის გადაკვეთისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. სამუშაოების ბოლო ნაწილი მესამე და საბოლოო ასფალტის საფარის მოწყობას გულისხომბს, რის შემდეგაც ქალაქ ბათუმს ექნება სრულიად ახალი, იდეალური და თანამედროვე დიზაინის ესტაკადა. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თხუთმეტ მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა. ხიდის გარდა პროექტი ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ხუთ დამხმარე გზის მშენებლობასაც ითვალისწინებდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით აღნიშნული გზები ტვირთბრუნვის ეფექტურობას გაზრდის. ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრია ხოლო სიმაღლე 8,5 მეტრი. პროექტის ძირითად კონტრაქტორ - შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ჯიარჯი“ აწარმოებს. ესტაკადის მშენებლობა აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარის ზურაბ პატარაძეს დროს დაიწყო. ესტაკადა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა.