დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

   წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთები 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სტიქიის მიზეზების შესწავლისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ”საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთობლივი საწარმო შპს „ჯიარჯი“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სრული დატვირთვით ახორციელებს და მალე დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას.

ვიდეო: Georgian Public Broadcasting