დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

 კომპანია „ჯიარჯი“ დაფუძნდა 2013 წელს და ძირითადი საქმიანობის სფერო გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო თანხმლები პროდუქციის წარმოება. ამჟამად კომპანიის საქმიანობის გეოგრაფია გაშლილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოში. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. კომპანიის მისიაა უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისათვის, დინამიურობა და კონკურენტუნარიანი პოზიციის შენარჩუნება საქართველოს ბაზარზე, მუდმივი სწრაფვა საგზაო სამშენებლო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმსა და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრების დასაქმებას და საგზაო-სამშენებლო სექტორში მათი თეორიული/პრაქტიკული ცოდნის განვითარებას, სამომავლო თანამშრომლობისთვის. კომპანია „ჯიარჯი“ იწყებს სტაჟირების პროგრამას პროექტის მენეჯერებისთვის. პროგრამის ფარგლებში მსურველ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ გუნდურად მუშაობის, დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის, პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები. სტაჟიორებს საშუალება ექნებათ უშუალოდ მოქმედ პროექტის მენეჯერებთან ერთად: 

 გაეცნონ პროექტის დეტალებს
 მონაწილეობა მიიღონ პროექტის დაგეგმვისა და მისი ბიუჯეტის შედგენის პროცესებში
 ყოველდღიურად შეაჯამონ შესრულებული სამუშაოები და დაგეგმონ მომდევნო დღეს განსახორციელებელი მოქმედებები
 აწარმოონ კოორდინირებული მუშაობა შესყიდვების და ლოჯისტიკის თანამშრომლებთან სამუშაო ობიექტის საჭირო ტექნიკითა და სამშენებლო მასალებით დროულად და ზუსტად მომარაგების მიზნით
 სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი არასტანდარტული შემთხვევები და გართულებები განიხილონ, შესაბამის კომპეტენტურ პირებთან ერთად
 პროექტის განხორციელების პროცესში სამუშაო ობიექტზე აწარმოონ საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყონ მათი საჭირო პირებისთვის მიწოდება
 ობიექტის სფეციფიკიდან და ჩასატარებელი სამუშაოებიდან გამომდინარე დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები
 
სტაჟირების პროგრამით დაინტერესებული პირი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 
 დაინტერესებული პირი სასურველია სწავლობდეს უნივერსიტეტში ან/და პროფესიულ სასწავლებელში ტექნიკურ ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე (ინჟინერია, მშენებლობა, არქიტექტურა, მათემატიკა)
 სასურველია ქონდეს მცირედი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით: სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურული, ხარჯთაღრიცხვა
 სასურველია უცხო ენების ცოდნა:  ინგლისური; რუსული
 სასურველია მინიმუმ დაწყებით დონეზე მაინც ფლობდეს საოფისე-კომპიუტერულ პროგრამებს
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ
hr@grgroup.ge ან/და დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
2 433 033 (სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან- 18:00 სთ-მდე)